წვიმა, თოვლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

შესაძლოა უამინდობამ ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები 22-26 მარტს საქართველოში უმეტესად წვიმას, მაღალ მთაში თოვლს, ზოგან კი ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

24-25 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი მოსალოდნელია 3-4 ბალიანი ღელვა.

  • უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავებისა და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.