პითონი კატას დაესხა თავს, თუმცა მას ცოტათი არ გაუმართლა

დიდი პითონი მთელი სხეულით შემოეხვია ფუმფულა არსებას, თუმცა იღბალი ამ დღეს კატის მხარეს აღმოჩნდა
Sputnik

საინტერესო შემთხვევა გადაიღეს ტაილანდში. ქუჩაში, ავტოსადგომზე გამვლელებმა შეამჩნიეს გველი, რომელიც რაღაცას მყარად იყო ჩაჭიდებული სხეულით. აღმოჩნდა, რომ გველის მსხვერპლი კატა იყო.

პარკინგის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს კატას მიხმარებოდნენ და გველი დაეფრთხოთ. როდესაც გველმა კატა გაუშვა, ყველასთვის მოულოდნელად კატამ გადაწყვიტა თავდამსხმელისთვის საკადრისი პასუხი გაეცა.