ყაზანში სპილოებმა საცირკო წარმოდგენის დროს იჩხუბეს – ვიდეო

ყაზანის ცირკში წარმოდგენისას ერთმა სპილომ მეორესთან ჩხუბი წამოიწყო, განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
Sputnik

მწვრთნელებმა ცხოველების გაშველება მალევე მოახერხეს ისე, რომ არავინ დაშავებულა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ წააქცია ერთმა სპილომ მეორე. ახლოს მჯდომი მაყურებლები იმ ადგილიდან სწრაფად მიმოიფანტნენ.