რაჭაში დათვი ერთ-ერთ ოჯახს საკვების სათხოვნელად აკითხავს – სახალისო ვიდეო

ცხოველები ხშირად არიან სოციალურ ქსელებში პოპულარული ვიდეოებისა თუ ფოტოების გმირები. ნახეთ რატომ გახდა ეს დათვი სოციალურ ქსელში ასეთი პოპულარული.
Sputnik

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აღებს დათვი სახლის კარს და ელოდება, როდის მიაწვდიან საკვებს.

როგორც ჩანს, დათვი ამ ოჯახის ხშირი სტუმარია, ეზოში მორბენალი ძაღლიც კი ისეა მას შეჩვეული, რომ ხმას არ სცემს.