კონკურსი World Nature Photography Awards ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ნატურალისტ ფოტოგრაფებს ავლენს და ფართო საზოგადოებას ბუნების სილამაზეს უჩვენებს. 2021 წელს კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს თითოეული მონაწილისთვის თითო ხე დარგონ.
1 / 15
კანადელი თომას ვიჯაიანის „სამყარო უკუღმა“, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა კატეგორიაში „ცხოველები საკუთარ ბუნებრივ გარემოში“
2 / 15
ალესანდრო გრუზცას „ყინულის სული“, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში „დედამიწის პეიზაჟები და გარემო“
3 / 15
ამერიკელი ლოურენს ვუსტერის „ფრინველი, რომელიც ძაფს ექაჩება“, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა კატეგორიაში „ქალაქის ველური ბუნების კონკურსი“
4 / 15
ბრიტანელი ნიკ დეილის „ბენგალური ვეფხვი წყალსაცავში“, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში „ცხოველთა პორტრეტები“
5 / 15
ბერძენი პავლოს ევანგელიდისის „ნამდვილი ხუმარა“, რომელსაც მესამე ადგილი ერგო კატეგორიაში „ბუნებრივი ხელოვნება“
6 / 15
ამერიკელი პატრიკ ნოვოტნის „ლომები“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „ძუძუმწოვრები“
7 / 15
სინგაპურელი ცზე სიონგ ტანის „ნემსიყლაპიები“, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა კატეგორიაში „უხერხემლოები“
8 / 15
ამერიკელი კრისტ ფანკის „ანდრეა ფაჰარდოს ფრიდაივინგი ზაფხულის დილას“, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა კატეგორიაში „ადამიანები და ბუნება“
9 / 15
ბრიტანელიჰარი სკეგსის „ულისესი, ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილებიდან“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „შავ-თეთრი“
10 / 15
კანადელი დეილ პოლის „დიდი რქიანი ბუ“, რომელიც პირველ ადგილზე მოხვდა კატეგორიაში „ფრინველები“
11 / 15
ინდოელი დიპანჯან პალის „ყინულის ძარღვები“, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა კატეგორიაში „ხელოვნური ბუნება“
12 / 15
ბელგიელი გიუნტერ დე ბრიუინის „მარტორქის გადარჩენა 21-ე საუკუნეში“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „ფოტოჟურნალისტიკა ბუნების შესახებ“
13 / 15
ესპანელი ადრიან რივასის „ნარკომანები“, რომელიც მესამე ადგილზე მოხვდა კატეგორიაში „ქალაქის ველური ბუნება“
14 / 15
იტალიელი ვიტორიო რიჩის „კოცნა“, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „ამფიბიები და რეპტილიები“
15 / 15
ჩეხი ვლადიმირ ჩეხის „მელია“, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა კატეგორიაში „ცხოველები საკუთარ ბუნებრივ გარემოში“