დადასტურებულია მეცნიერულად: შვიდი უმთავრესი პროდუქტი, რომელიც დღეგრძელობას უწყობს ხელს

ექიმის თქმით, ამ პროდუქტების ეფექტი არაერთი მეცნიერული კვლევითაა დადასტურებული და ამიტომაც ყველას რაციონში უნდა შედიოდეს.
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. არსებობს რამდენიმე სახის პროდუქტი, რომლებიც დადასტურებულად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აცხადებს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრ მიასნიკოვი.

თუ გსურთ ძლიერ თრობას თავი აარიდოთ: ეფექტური ხერხი ექიმისგან

ექიმმა სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით დაასახელა ის პროდუქტები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის რაციონის საფუძველს უნდა შეადგენდეს.

„ეს არის ხილი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები — თევზეული, წითელი ღვინო ზომიერად, ნიგვზეული — კერძოდ ნუში, შავი შოკოლადი და ნიორი“, — ჩამოთვალა ექიმმა.

მისი თქმით, ყველა ამ პროდუქტს მსოფლიოს მეცნიერებმა არაერთი კვლევა მიუძღვნეს და ექსპერიმენტულად დაადასტურეს, რომ ყოველი მათგანი ნამდვილად უწყობს ხელს დღეგრძელობას.

გარდა ამისა მიასნიკოვი ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს მავნე და სასარგებლო პროდუქტები, არსებობს კვების სწორი და არასწორი რეჟიმები.