ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

მარტის სანაკრებო შეხვედრებში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგება. თავიანთ კლუბებში კარგად ითამაშეს ქართველმა კალათბურთელებმა.
Sputnik

გულშემატკივარი ესპანეთთან ტრიბუნებს დაუბრუნდება. კვარაცხელიამ ქომაგებს მოუბოდიშა.

საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან მატჩში გულშემატკივარი ტრიბუნიდან უქომაგებს. ყველასთვის მოულოდნელად გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ გასულ კვირას მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა და განმარტა, რომ ქომაგები მატჩს კოვიდ-რეგულაციების დაცვით დაესწრებიან. საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თამაშზე სტადიონის ტევადობის რაოდენობის 30% დაიშვება.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებელთა დასწრება ოფიციალურად 1 აპრილიდან დაუშვა, თუმცა ვინაიდან ესპანეთთან მნიშვნელოვანი თამაში 3 დღით ადრე გაიმართება, გამონაკლისი იქნა დაშვებული. ეს პანდემიის პირობებში პირველი საფეხბურთო მატჩი იქნება საქართველოში, რომელზეც გულშემატკივარს დაუშვებენ.

გაირკვა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შემადგენლობა – სიაში რამდენიმე დებიუტანტია

მანამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტში გასამართი შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. საყურადღებოა, რომ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დებიუტანტები გამოჩდნენ, მათ შორის არის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე იყო და საქართველოში თამაშის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. მიქაუტაძის გარდა, ნაკრებში პირველად არიან გამოძახებულები თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის „დინამოს“ 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე. სანაკრებო სიაში არ არიან გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკა კაჭარავა, რომლებსაც ტრავმები აქვთ. გამოძახებული არ არის გიორგი მაკარიძეც, რადგან მის კლუბს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მნიშვნელოვანი მატჩები ელის.

ვილი სანიოლი: თუ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა 17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების შემადგენლობასა მომავალ მატჩებზე ისაუბრა.

„ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან იწყება და ფეხბურთელებმა ყოველკვირეულად უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. სათამაშო პრაქტიკიდან გამომდინარე, შევარჩიეთ ის მოთამაშეები, რომლებიც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად მზად არიან ამ კონკრეტული მატჩებისთვის“, - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ მატჩს 6-დღიან ინტერვალში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, შვედეთის ნაკრებს სტუმრად შეხვდება, 28 მარტს, თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს, სალონიკიში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

ერთდროულად შედეგიანი და უიღბლო კვირა გამოდგა ხვიჩა კვარაცხელიასთვის. ქართველმა ვარსკვლავმა გასულ კვირას რუბინის შემადგენლობაში ორი შეხვედრა ჩაატარა. პირველ შემთხვევაში კვარაცხელიას სრული ბენეფისი ვიხილეთ, მან „უფასთან“ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. მატჩის 30-ე წუთზე ანგარიში დენის მაკაროვმა შესანიშნავი დარტყმის შედეგად გახსნა. რუს ფეხბურთელს კი საგოლე პასი 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა. შეხვედრის 42-ე წუთზე ხვიჩამ თავადაც გაიტანა. მან საჯარიმოში ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ხვიჩას „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში „ხიმკისთან“ მატჩი ანგარიშით 1:3 დათმო. კვარაცხელიას თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი შანსების გამო კლუბის გულშემატკივრის წინაშე ბოდიშიც კი მოიხადა.

„ბოდიშს გიხდით იმედგაცრუების გამო… ცხოვრებაში არის გამარჯვებაც და დამარცხებაც, მაგრამ წაგების გარეშე ამას ვერ გავიგებთ. უფრო ძლიერები დავბრუნდებით! მადლობა მხარდაჭერისთვის“, - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის შოთა არველაძის შესახებ, რომლის სამწვრთნელო კარიერაც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. არველაძე, რომელიც ტაშკენტის „ფახთაქორიდან“ წამოსვლის შემდეგ დაუსაქმებელია, შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, 48 წლის ქართველ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თურქული „კარაგიუმრიუკი“ განიხილავს.

საინტერესოა, რომ „კარაგიუმრუკის“ ღირსებას შოთას ძმისშვილი, ვატო არველაძე იცავს, ხოლო მისი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს დამაჯერებლად მოუგო

ბორჯღალოსნებმა „დათვებს“ კალინინგრადში მარტივად მოუგეს

ბორჯღალოსნებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში საჯარიმო დარტყმით წინ გავიდნენ. დაწინაურებიდან მალევე თედო აბჟანდაძემ მეორე საჯარიმო გაიტანა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. მატჩის 32-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა აკა ტაბუცაძის წყალობით პირველი ლელოს დადება მოახერხა და სხვაობა 11 ქულამდე გაზარდა.

ტაბუცაძის დადებული ლელოდან ორ წუთში რუსებმა გატანილი ჯარიმის ხარჯზე სხვაობა გაქვითეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი თედო აბჟანდაძემ შესანიშნავი რეიდი განახორციელა და საქართველოს მორიგი ხუთი ქულა მოუტანა. შედეგად ჩვენმა გუნდმა პირველი ნახევარი ანგარიშით 16:3 გაიმარჯვა.

რუსებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და ჯარიმით კიდევ სამი ქულა მოიპოვეს. შეხვედრის 61-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა მესამე ლელო დადო, აბჟანდაძემაც გარდასახვა გაიტანა და „ბორჯღალოსნები“ 17 ქულით წინ გაიყვანა.

ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება დაღუპულ მეგობარს მიუძღვნეს

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე სტუმრად ზედიზედ სამი მატჩი ჩაატარა და სამივე შემთხვევაში გაიმარჯვა. საქართველო ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა რუმინეთი, რუსეთი კი მესამე პოზიციას იკავებს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასზე მომდევნო შეხვედრას 28 მარტს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ცნობილია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრებსაც დაუშვებენ - ქვეყანაში მოქმედი COVID-19-ის რეგულაციების შესაბამისად ხელმისაწვდომი მატჩის ბილეთების 30% იქნება.

XXI საუკუნის ქართული Dream Team - დასახელდა კალათბურთის ნაკრების სიმბოლური შემადგენლობა

ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა. დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა საკუთარ გუნდებში გაიბრწყინეს.

სერბული „ბორაცის“ კალათბურთელმა დუდა სანაძემ ახალ კლუბში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა მცველმა საოცრად შედეგიანად ითამაშა სლოვენიაში, სადაც მისმა გუნდმა ადრიატიკის ლიგაში „ნოვო მესტოს კრკას“ წინააღმდეგ ანგარიშით 94:74 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ბორაცმა პირველი ტაიმი ორი ქულით მოიგო, შესვენების შემდეგ კი სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა. სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 17:16 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სანაძის „ბორაცმა“ 19 მატჩში მხოლოდ მე-5 გამარჯვება იზეიმა.

ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

თავის მხრივ კარგი მატჩი ჩაატარა სქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ. თორნიკეს „ცსკამ“ სეზონის მორიგი მატჩი VTB-ლიგაში ჩაატარა და „ხიმკის“ იოლად სძლია - 92:73.

შენგელია კვლავ რუსული გრანდის სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მას დიდი დრო არ მისცემია. თორნიკემ მოედანზე 14:56 წუთი გაატარა და 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ესპანური „ტენერიფეს“ ცენტრმა და საქართველოს ნაკრების საკვანძო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. ქართველი კალათბურთელის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში შინ ლატვიურ რიგას შეხვდა და მოწინააღმდეგე 77:64 დაამარცხა.

ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

ესპანურმა გუნდის წარმატება სრულად 31 წლის ქართველი ცენტრის დამსახურებაა, რომელსაც ლატვიელებმა ვერაფერი მოუხერხეს. შერმადინმა მოედანზე 23:11 წუთი გაატარა, თუმცა მცირე დროში მან საოცარი შედეგის დაფიქსირება შეძლო.

გიორგიმ 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა 14-დან 9 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 31 აღმოჩნდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე კარგი მაჩვენებელი გახლდათ და მატჩის MVP-ის ტიტულიც ერგო. სხვათა შორის, შერმადინი ორივე გუნდში ქულებისა და მოხსნების რაოდენობითაც საუკეთესო იყო.

ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

ბასილაშვილს დაღლილობა დუბაიში დაეტყო. ქართველი ჩოგბურთელებისთვის გასული კვირა წარუმატებელი გამოდგა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოგებული ტურნირი ცხრილშიც აისახა და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) საერთო რეიტინგში ის შესამჩნევად დაწინაურდა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰაში ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა, რის გამოც მან კლასიფიკაციაში 240 ქულა მიიღო და 42-ედან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბასილაშვილს დაღლილობა დუბაის ტურნირზე შეეტყო. ქართველმა პირველივე მატჩი ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან დაძაბულ ორთაბრძოლაში დათმო. ნიკა აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიშით 6:4, 3:6, 6:7 დამარცხდა. ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირება ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ფრიტცი დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ორ სეტში დაამარცხა.

სანკტ-პეტერბურგში წარმატებული სვლა დაასრულა წყვილთა თანრიგში მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ. კალაშნიკოვამ და რუსმა ალა კუდრიავცევამ ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს, სადაც დაძაბულ ბრძოლაში მე-2 ნომრად განთესილ ამერიკულ დუეტთან (კრისტიანი/სანტამარია. აშშ) ანგარიშით 7:5, 4:6, 4:10 დამარცხდნენ.

ქომაგები ტრიბუნებს უბრუნდებიან! ბორჯღალოსნები რუსეთიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ

ქართულ-რუსულმა წყვილმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილი ბელარუსული დუეტი სამ სეტში 4:6, 7:5, 16:14 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

30 წლის კალაშნიკოვას WTA-ს ტურზე წყვილებში ოთხი ტურნირი აქვს მოგებული და მის ანგარიშე დაახლოებით 900 000 გამომუშავებული დოლარია.