რომან დოლიძემ UFC-ში პირველი მარცხი განიცადა

ქართველმა სპორტსმენმა ММА-ში ცხრა ბრძოლა ჩაატარა და ჯაილსთან წაგება რომან დოლიძესთვის პირველი გახდა
Sputnik

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ პირველი წაგება დააფიქსირა UFC-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირზე, რომელიც ლას-ვეგაში გაიმართა.

საშუალო წონაში მოასპარეზე დოლიძე, მსაჯთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ამერიკელ ტრევინ ჯაილსთან დამარცხდა - 14-2-0.

ქართველმა მებრძოლმა UFC-ს ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

დოლიძესთვის ეს ბრძოლა UFC-ს პრომოუშენში მესამე გახდა. მანამდე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის წარმომადგენელი ხადის იბრაგიმოვი და ბრაზილიელი ჯონ არტე დაამარცხა.

ქართველმა სპორტსმენმა ММА-ში სულ ცხრა ბრძოლა ჩაატარა და ჯაილსთან წაგება რომან დოლიძესთვის პირველი გახდა.

დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა. ბოლო წლებში ცხოვრობს და ვარჯიშობს ოდესაში.