კახეთში დააკავეს ტრაქტორის მძღოლი, რომელმაც თანასოფლელი გაიტანა

დაკავებულს ბრალი ედება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ტრაქტორის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ქვეითად მოსიარულე მამაკაცს შეჯახა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა

დაკავებულს ბრალი ედება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 18 მარტის ღამეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ბრალდებული, რომელიც თავისი ტრაქტორით გადაადგილდებოდა, შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს, 55 წლის მამაკაცს და მიიმალა. დაშავებული ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.