რუსთავში გოგონებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა

გოგონა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ის სახლში გაწერეს
Sputnik

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. რუსთავში თანატოლ გოგონებს შორის ჩხუბი ერთ-ერთის მუცლის არეში დაჭრით დასრულდა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ტელეარხის მონაცემებით, 17 წლის ნათესავ გოგონებს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში, რა დროსაც ერთმა მეორეს მუცელში დანა ჩაარტყა.

გოგონა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ის სახლში გაწერეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 118-ე მუხლით, რაც „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას“ გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 18 თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.