ცნობილია, რომ პანდემიის გამო ნიკოლოზი სახლში მისვლას თავს არიდებდა და ოჯახის წევრებისგან მუდამ იზოლირებული იყო. ამის გამო, მას ახალშობილ ვაჟთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდა. თვეების წინ ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ვაჟი ორჯერ ჰყავს ნანახი. როგორც თავად იხსენებს, ბიჭუნა პირველად სამშობიაროდან გაწერისას, ხოლო მეორედ გაქრისტიანებისას ნახა. „ახალშობილ შვილზე და შვილებზე უფრო ძვირფასი რა არის?! მაგრამ, რომ ვიცი ასეთი სიტუაციაა, თავს მაქსიმალურად ვარიდებდი სახლს. სამაგიეროდ, ახლა ვიცი - ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ოჯახის წევრები ისევ დაბრუნდებიან ჩემთან და ერთად ბედნიერად ვიქნებით“, - ამ იმედისმომცემი სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ თეატრმცოდნემ.
ნიკოლოზ წულუკიძეს და მის უმშვენიერეს მეუღლეს ვაჟი 2 ოქტომბერს შეეძინათ. ამის შესახებ ნიკოლოზ წულუკიძის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მას ცნობილი სახეები საჯაროდ ულოცავდნენ. პატარა ბიჭუნას კიტა დაარქვეს. წყვილი ვაჟის ფოტოების გამოქვეყნებას თავს არიდებდა, თუმცა რამდენიმე თვის მერე მათ საზოგადოებასა და გულშემატკივრებს კიტას სახე დაანახეს. ვის უფრო ჰგავს პატარა ბიჭუნა?