კახეთში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტელეარხის მონაცემებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შემხვედრ ზოლში გადავიდა, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. წნორში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი  Rustavi 2.

ტელეარხის მონაცემებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შემხვედრ ზოლში გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.

შემხვედრ ზოლზე გადასული ავტომობილის მძღოლი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებებს ადგენენ.