ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა

საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე მძიმე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ინფორმაციით, გზის აღნიშნული მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.