ყვითელი ამბები

„მიყვარს ჩემი თავი ძალიან, ამიტომაც ვიცრები“ – ნინო ნადირაძე ფოტოს აქვეყნებს

ცნობილი ტელეწამყვანი და კარდიოლოგი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ იცრება ექიმი.
Sputnik

ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ გაიკეთა დღეს კოვიდის საწინააღმდეგოდ „ასტრაზენეკას“ აცრა. ნინო ნადირაძე კლინიკა „ვივამედს“ ხელმძღვანელობს და მისი საქმიანობისთვის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

ნინომ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „მე მიყვარს ჩემი თავი ძალიან, ამიტომაც ვიცრები“. ნინო ნადირაძე ცნობილი პლასტიკური ქირურგების ოჯახის რძალია.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ ბომონდში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.

ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებენ ექიმები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 2.719 ადამიანი აიცრა.