მოწამლული წყალი: როგორ გამოიყურება მსოფლიოს დაბინძურებული წყლები ზემოდან

Sputnik

წყალი – პლანეტისა და სიცოცხლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ ვაფასებთ. მსოფლიოს მდინარეები, ტბები, ზღვები და ოკეანეები სავსეა სხვადასხვა სამშენებლო მასალით, პლასტიკითა და რეზინით, რაც უკვე შესამჩნევია ჩვენთვისაც და წყლის ბინადრებისთვისაც. სწორედ ამიტომ იხოცებიან თევზები მათსავე ბუნებრივ გარემოში, ხანდახან კი წყალი მკვდარ თევზებს და სხვადასხვა ნარჩენებს ნაპირებზე რიყავს, რაც ნამდვილად ავის მომასწავებელია. ადრე თუ გვიან, ეს საკითხი კაცობრიობისთვის ამოუხსნელ თავსატეხად იქცევა.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში დაბინძურებული წყალსაცავები და ბუნებრივი აუზები მთელი მსოფლიოდან.

1 / 11
ნაგვითა და ჩამდინარე წყლებით დაბინძურებული არხი Interceptor Poniente მექსიკაში
2 / 11
მოწამლული ტბა თურქეთის ქალაქ იათაგანის მახლობლად, პროვინცია მუღლას სამხრეთ-დასავლეთი
3 / 11
სამშენებლო ნარჩენები მდინარე სიტარუმში, ინდონეზია
4 / 11
მდინარე კაიაჰოგა არკონში, რომელსაც დაბინძურების დონის გამო ხანძარი მოეკიდა 1969 წელს, ოჰაიო, აშშ
5 / 11
ოკეანეში ჩამდინარე წყლები დაკარზე ჰანის ყურეში, სენეგალი
6 / 11
გადაგდებული სავარძელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ მდინარე რიო-ტიეტეზე სან-პაულოში, ბრაზილია
7 / 11
მდინარე თეიმი დენტონის მახლობლად, დიდ ბრიტანეთში, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მეტადაა დაბინძურებული მიკროპლასტიკით
8 / 11
ნაგავი გუანაბარას ყურეში სანაპიროზე, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
9 / 11
ადამიანები თევზაობენ ხის ხიდიდან მდინარე პისანგ-ბათუზე, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მიედინება და ძალიან არის დაბინძურებული სამშენებლო ნარჩენებით. ბეკასი, ინდონეზია
10 / 11
ბაიკალის ტბა, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყალსაცავი მსოფლიოში, რომელიც დაბინძურებულია დაკეტილი ცელულოზის კომბინატის გამო
11 / 11
ჩამდინარე წყლის სადრენაჟო მილი მდინარე ევფრატში, ერაყი