მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას არ სურდა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკების ბოლო რაუნდსა და ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრობს.
Sputnik
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას არ სურდა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო
„არსებობდა ძალა იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიციის რიგებში, რომელსაც არ ჰქონდა განწყობა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო და ეს იმთავითვე იყო ცნობილი. ვითარება რომ შევაფასოთ, შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ხელისუფლების მიერ კონსტრუქციული იყო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. თუ მათი განწყობა იყო საიმისოდ, რომ მალაპარაკება შემდგარიყო, ბატონი მელიას პატიმრობა წინაღობად არ შეიძლება არსებობდეს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის მედიაციით მიმდინარეობდა, უშედეგოდ და ურთიერთბრალდებებით დასრულდა.