გუდაურში მაშველებმა თოვლში მოქალაქის ცხედარი იპოვეს

სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუცუების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველები.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. მაშველებმა გუდაურის ტერიტორიაზე გაუკვალავ თოვლში დაკარგული ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოქალაქე გაუკვალავ თოვლში სრიალებდა და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას, რის შემდეგაც ისინი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს დაუკავშირდნენ. 

„ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა რამდენიმე მცირე ზომის ზვავი იპოვეს და დაიწყეს საძიებო სამუშაოები, რომლის შედეგად მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის კინოლოგები.