ეროვნული ბიბლიოთეკა ოთარ და თამაზ ჭილაძეებს კაბინეტს გაუხსნის

ძმები ოთარ და თამაზ ჭილაძეები ცნობილი ქართველი მწერლები, პოეტები და დრამატურგები იყვნენ, რომელთა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის არაერთ ლიტერატორზე.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი კლასიკოსების, ძმებ ოთარ და თამაზ ჭილაძეების პატივსაცემად წიგნის კაბინეტი გაიხსნება, ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი მწერლის რომანი EBRD-ს ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი

კაბინეტი ხვალ, 20 მარტს, ქართველი მწერლისა და პოეტის ოთარ ჭილაძის დაბადების დღეზე გაიხსნება.

სპეციალურად ამ კაბინეტის მოსაწყობად ოთარ და თამაზ ჭილაძეების დამ, თინა ჭილაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას ძმების პირადი ნივთები, ფოტოები და პირადი ბიბლიოთეკა გადასცა. კაბინეტში გამოიფინება ასევე ძმები ჭილაძეების მიერ გამოცემული წიგნები.

კაბინეტი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით იხსნება, განთავსდება მისამართზე: ს. ცინცაძის ქუჩა, 63.

ოთარ და თამაზ ჭილაძეები - გამოჩენილი მწერლები, პოეტები და დრამატურგები იყვნენ. ოთარ ჭილაძე იყო ჟურნალისტი და პედაგოგი თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. იგი არის ავტორი რომანებისა, პოემებისა, პიესებისა და პუბლიცისტური ნაწარმოებებისა. თამაზ ჭილაძე - ასევე შესანიშნავი პროზაიკოსი და პოეტია, პიესების ავტორი.