როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 21 მარტს

კვირას საქართველოს დედაქალაქში მოღრუბლული ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. თბილისში კვირას, 21 მარტს მოღრუბლული ამიდია მოსალოდნელი, იქნება სუსტი წვიმაც.

ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 5–6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 12 გრადუსამდე დათბება.

მზე 07:03 საათზე ამოვა და 19:13 საათზე ჩავა.