ყვითელი ამბები

თორნიკე ყიფიანი სკანდალური განცხადების გამო შესაძლოა „ევროვიზიას“ გამოეთიშოს

ქართველი მომღერალი სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ჩანს, კონკურსანტს ნერვებმა უმტყუნა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. მომღერალი თორნიკე ყიფიანი, რომელიც საქართველოს „ევროვიზიაზე“ წარადგენს, სკანდალური განცხადების გამო შესაძლოა კონკურსს მიღმა აღმოჩნდეს.

საქმე ისაა, რომ მომღერალმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საკონკურსო სიმღერის კლიპს განცხადება დაურთო, სადაც კონ­კურსს „კურ­კლშო­უდ“ მო­იხ­სე­ნი­ებს, ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მის სიმ­ღე­რა­ზე ცუდს იტყვის, აგი­ნებს.

უკვე მე­ო­რე წე­ლია, რაც თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სან­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან. პან­დე­მი­ის გამო შარ­შან კონ­კურ­სი გა­უქ­მდა და 2021 წლის­თვის გა­და­ი­დო.

„ევროვიზია 2021“-ზე თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით წარდგება

You - ასე ჰქვია მომ­ღერ­ლის ავ­ტო­რო­ბით შექ­მნილ სიმ­ღე­რას, რომ­ლის არან­ჟი­რე­ბაც, ყი­ფი­ან­თან ერ­თად, ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის. სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ, მა­რი­კო ლეჟა­ვამ, ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და გო­რის გო­გო­ნა­თა კა­პე­ლამ. მულ­ტი­ჟან­რობ­რი­ვი ვი­დე­ოკ­ლი­პის გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. წელს არ­ჩევ­ნი ყი­ფი­ან­მა უფრო ლი­რიკ­ულ სიმ­ღე­რა­ზე გა­ა­კე­თა, რა­საც მისი ქარ­თვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა და ერ­თგვა­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა. რო­გოც ჩანს, ყი­ფი­ან­მა კრი­ტი­კას ვერ გა­უძ­ლო და სწორედ ამას ეძღვნება სტატუსი.

მომ­ღერ­ლის მიერ აგო­რე­ბულ სკან­დალ­ზე წე­რენ „ევ­რო­ვი­ზი­ის“ უკ­რა­ი­ნულ, რუ­სულ და ბე­ლო­რუ­სულ ვებ-გ­ვერ­დებ­ზე, ითხო­ვენ მომ­ღერ­ლის კონ­კურ­სი­დან მოხ­სნას. თუ ეს მოხ­და, ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს „ევ­რო­ვი­ზი­ულ“ ის­ტო­რი­ა­ში. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო 2009 წელს მოხ­სნეს კონ­კურ­სი­დან. მა­შინ ევ­რო­ვი­ზია მოს­კოვ­ში ტარ­დე­ბო­და, ხოლო ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი იყ­ვნენ „სტე­ფა­ნე და 3G“ სიმ­ღე­რით We Don't Wanna Put In. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მა­შინ ის გახ­და, რომ სიმ­ღე­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტინს დაუკავშირეს და მოს­კოვ­ში კონ­კურ­სან­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ვერ და­ი­ცავ­დნენ.

„ევროვიზია 2020“-ზე თორნიკე ყიფიანის კომპოზიცია საუკეთესოდ დასახელდა

რა მოხ­დე­ბა თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის­გან კი სკან­და­ლუ­რი სტა­ტუ­სე­ბი პირ­ვე­ლი არ არის. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერთი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, ამ­ბობ­დნენ, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს მი­უ­ძღვნა. თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი მა­რი­ამ სო­სე­ლი­ა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი 2012 წელს გახ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტროს“ მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს „მაგ­თი­ფა­ნის“ ფი­ნა­ლის­ტი, ხოლო 2016 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის მე­გა­შო­უს "X-ფაქ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“. და­ი­ბა­და 1987 წლის 11 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში. 19 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი "წრი­უ­ლი კუ­თხე“, სა­დაც უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე და მღე­რო­და. ჰქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ.