თბილისი, 18 მარტი – Sputnik.ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა თებერვლის ბოლოს ნამუშევრების მიღება შეწყვიტა და ორგანიზატორები 2021 წლის პირველ შედეგებს აქვეყნებენ.
კონკურსის მონაწილეთა გეოგრაფია წელს კიდევ გაიზარდა. კონკურსის ისტორიის განმავლობაში პირველად თავიანთი ნამუშევრები გამოგზავნეს ფოტორეპორტიორებმა ტუნისიდან, ტაილანდიდან და კონგოს ორივე რესპუბლიკიდან.
2021 წლის კონკურსზე ხუთივე კონტინენტის 70 ქვეყნიდან დაახლოებით 4,5 ათასი ნამუშევარი იყო წარდგენილი.
უცხოელ მონაწილეთაგან განაცხადების რაოდენობის მხრივ აბსოლუტური ლიდერია ინდოეთი – ამ ქვეყნის ფოტოგრაფების რაოდენობა წელს კონკურსზე, წინა წელთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა. ისინი კონკურსის მონაწილეთა ათეულში, რუს ფოტოგრაფებთან ერთად, სამართლიანად იკავებენ პირველ ადგილს (ნამუშევრების 20%).
ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ რეპორტიორები ირანიდან, ბანგლადეშიდან, იტალიიდან და ჩინეთიდან. მათ კვალდაკვალ არიან ესპანელი, ბრაზილიელი ჟურნალისტები – ამ ქვეყნების ფოტოგრაფების ნამუშევრების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგდა. შემდეგ მოდიან ფრანგი ჟურნალისტები, და ათეულის ბოლოს – ფოტორეპორტიორები გერმანიიდან და მექსიკიდან – მათ მეათე ადგილი გაიყვეს.
კონკურსის საერთაშორისო ჟიური საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნამუშევრების შერჩევას აპრილის ბოლოს დაიწყებს. კონკურსის შორტ-ლისტი გამოცხადდება 16 ივნისს ვებ-გვერდზე stenincontest.ru.
გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია სექტემბერში მოსკოვში გაიმართება, მაშინ დაიწყება სტენინის კონკურსის ლაურეატების ნამუშევრების მსოფლიო ტურნეც. ტრადიციულად, როუდ-შოუ მოიცავს დიდ საგამოფენო სივრცეებს ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ათობით ქვეყანაში.
კონკურსის საექსპოზიციო სივრცეებს შორის 2018 წლიდან არის გაეროს ნიუ-იორკის შტაბ-ბინა, 2019 წლიდან კი კონკურსის გამოფენები ასევე ტარდება სტრასბურგში, ევროპის საბჭოში.
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ორგანიზებით იუნესკოს საკითხთა რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა, ნიჭიერი, საზრიანი და ყველაფერ ახლისადმი გახსნილი ფოტოგრაფებისთვის, სადაც ისინი საზოგადოებას ყურადღებას ამახვილებინებენ ადამიანებსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.