ჯიხვებზე სატელიტური მონიტორინგი განხორციელდება

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. მსოფლიოში პირველად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის „ტრანსსასაზღვრო ტელემეტრიული მონიტორინგის“ პროექტი ხორციელდება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლაგოდეხის ნაკრძალი 300 ათასი ევროს დაფინანსებას მიიღებს

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტელემეტრიული მონიტორინგი – კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული მეთოდია, რაც შემდგომი დაკვირვების მიზნით ჯიხვებზე გადამცემიანი საყელოს დამაგრებას გულისხმობს.

პროექტი 2018 წელს დაიწყო და პირველი ეტაპი – ტელემეტრიის საყელოების ჯიხვებზე შებმის ფაზა წარმატებით დასრულდა.

ჯიხვის ტელემეტრია მსოფლიოში პირველად ხორციელდება, რაც აღნიშნული ცხოველების შესახებ მნიშვნელოვანი და ზუსტი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით ხორციელდება.

დაღესტნური ანუ აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი წვრილჩლიქოსნების რიგს მიეკუთვნება. იგი ენდემური ცხოველია და ბინადრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. ჯიხვები გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ზღვის დონიდან 800-დან 4200 მეტრამდე სიმაღლეების ფარგლებში.