ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

როგორც კლინიკა „იმედში“ აცხადებენ, ქალი ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში ცუდად გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე".

შემთხვევა დღეს კლინიკა „იმედში“ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის 30 წლამდე მედიკოსის მდგომარება მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკა „იმედში“ აცხადებენ, ქალი ცუდად გახდა ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში.

კლინიკაში მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.