ყვითელი ამბები

„თავი როგორ დაიმახინჯა“ – შორენა ბეგაშვილმა თვალის ფერი შეიცვალა – ვამპირული ესთეტიკა

მსახიობი ექსპერიმენტებს არ უშინდება. შორენამ მორიგი სახეცვლილებით აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორ და რატომ შეიცვალა არტისტმა იმიჯი რადიკალურად?
Sputnik

საქართველოში სექს-სიმბოლოდ აღიარებულმა მსახიობმა ცდუნებას ვერ გაუძლო და იმიჯი კვლავ შეიცვალა. თვიდან თვემდე შორენა თავს ექსპერიმენტებით ირთობს, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოქცეულა. ამჯერად ტელესახემ თვალის ფერის შეცვლა გადაწყვიტა, რამაც მას ვამპირის იერი შემატა. ამის შესახებ Instagram-ის ფოტოს კომენტარებში თაყვანისმცემლები წერენ და გადაწყვეტილებას უწუნებენ. შორენამ კი ეპატაჟური ნაბიჯით 6 ათასამდე მოწონება დაიმსახურა. როგორ შეაფასებდით შორენას ახალ გატაცებას?

ბოლო წლების მანძილზე ბეგაშვილი პლასტიკური ქირურგიისა და ესთეტიკური ცენტრების აქტიური მომხმარებელია. ტელეწამყვანს სახის ნაკვთები დღითი დღე ეცვლება. როგორც ჩანს, მსახიობი დასახულ მიზნამდე სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს და გაჩერებას არ აპირებს, მისი ფანები კი მის გადაწყვეტილებას საჯაროდ უწუნებენ. რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდიდან: „თავი როგორ დაიმახინჯა“, „კარგი, რა... მართლა არაამქვეყნიური ხარ! შენი სახე დაიბრუნე!“, „ვინც გეტყვის რომ გიხდება, გატყუებს!“, „ადრე ძალიან ლამაზი იყავი, ანგელოზს გავდი და ახლა მალეფისენტს...“

ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

შორენამ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. სოციალურ ქსელში სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება. მოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და რამდენიმე თვის წინ საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთშია გადაღებული, სადაც ზაფხულში შორენა საყვარელ მამაკაცთან ლაშა ბარათელთან ერთად ისვენებდა.