საკულტო რეჟისორის „გაცოცხლება“: ფარაჯანოვის სახელზე თბილისში ბროწეულის ხე დარგეს

ფარაჯანოვის მაგია და იდუმალება, მისი ქარიზმა და კოლორიტი - ეს ყველაფერი დიდი რეჟისორის მეგობრებმა და კოლეგებმა დღეს თბილისში გაიხსენეს
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საკულტო რეჟისორისა და გამოჩენილი თბილისელის - სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის ნიშნად დღეს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბროწეულის ხე დაირგო.

საკულტო რეჟისორის „გაცოცხლება“: ფარაჯანოვის სახელზე თბილისში ბროწეულის ხე დარგეს

ადგილმა, სადაც საზეიმო ცერემონია გაიმართა - ტონინო გუერას ხეივანმა, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა. რადგან ფარაჯანოვი და გუერა მეგობრები იყვნენ, განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, რეჟისორმა ხოსე მაჯინერემ.

საკულტო რეჟისორის „გაცოცხლება“: ფარაჯანოვის სახელზე თბილისში ბროწეულის ხე დარგეს

„ტონინო გუერა და ფარაჯანოვი მეგობრები იყვნენ. როდესაც სერგო ჩამოდიოდა, ის ყოველთვის მას სტუმრობდა. ახლაც ერთად იქნებიან. ახლა ყოველ 17 მარტს აქ მოვალთ და ამ ხეს მოვინახულებთ. გადავწყვიტეთ, ეს ტრადიციად გავხადოთ“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს მაჯინერემ.

საკულტო რეჟისორის „გაცოცხლება“: ფარაჯანოვის სახელზე თბილისში ბროწეულის ხე დარგეს

აღმოჩნდა, რომ ამ ნერგის გარდა არსებობს კიდევ ოთხი. მათი ისტორია ასეთია - სამი წლის წინ „თბილისის მეგობრობის სახლში“ იმართებოდა პრემიერა ფილმისა „სერგო ფარაჯანოვი - სილამაზის მაესტრო“, სადაც ბროწეულები მიიტანეს. ერთი ნაყოფი მაჯინერეს აჩუქეს. მან ბროწეულის კურკები მიწაში ჩარგო, საიდანაც ნერგები აღმოცენდა. ახლა ისინი დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას დაირგვება.

საკულტო რეჟისორის „გაცოცხლება“: ფარაჯანოვის სახელზე თბილისში ბროწეულის ხე დარგეს

საინტერესოა, რომ თითოეულ ნერგს დაარქმევენ იმ ქალი მსახიობების სახელებს, რომლებიც ფარაჯანოვის ფილმებში თამაშობდნენ. მაგალითად, თბილისის ბოტანიკურ ბაღში დარგულ ნერგს ჰქვია „ბაია“ - ქართველი მსახიობი ბაია დვალიშვილის პატივსაცემად, რომელიც გადაღებულია ფარაჯანოვის ფილმში „აშიკ-ქერიბი“.

„ფარაჯანოვი - კინოს ქვაკუთხედია“

ხოსე მაჯინერე - დიდი რეჟისორის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერიის „საუბრები ფარაჯანოვზე“ ავტორია. მის ფილმებში ადამიანები, რომლებიც სერგო ფარაჯანოვს იცნობდნენ, კინოს ლეგენდასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს ყვებიან.

საკულტო რეჟისორის „გაცოცხლება“: ფარაჯანოვის სახელზე თბილისში ბროწეულის ხე დარგეს

დოკუმენტურ სერიალში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ხელოვანები - რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, ლანა ღოღობერიძე, ავთანდილ ვარსიმაშვილი და სხვ.

„მე ვფიქრობ, ეს ისეთი ფიგურაა კინოში, როგორც ქვაკუთხედი, - საუბრობს ხოსე. - თუ შენ შეაბიჯე კინოს სამყაროში, ამ ქვაკუთხედის გვერდს ვერ აუვლი. ამ ქვაკუთხედთან უნდა მიხვიდე. ფარაჯანოვი არის სწორედ ეს ქვაკუთხედი, რომელმაც კინოში რევოლუცია მოახდინა.

ტფილისელი სერგო: ერთდროულად ბედნიერი და უბედური ფარაჯანოვი

თქვენ ხომ იცით ამერიკული კინო? მათგან განსხვავებით ფარაჯანოვი არსად არ ჩქარობს და არ ცდილობს მაყურებელს თავი მოაწონოს და რაიმე ეფექტი გამოიყენოს. ის აზრით ჯობნის. ის იყო ძალიან დიდი, ლამაზი პიროვნება და თბილისს ამშვენებდა. ვფიქრობ, დღეს ის მეტ ყურადღებას იმსახურებს“.

როგორც გამოსვლის ბოლოს რეჟისორმა აღიარა, მას სურს, რომ თბილისში ფარაჯანოვის კულტურის ცენტრი გაჩნდეს. მაგრამ რადგან ფარაჯანოვთან დაკავშირებული ყველა სამახსოვრო ნივთი და ექსპონატი ინახება ერევანში, ის მზადაა გადასცეს სომხეთს საჩუქრად თავისი ფილმებიც, რომლებიც მაესტროს მიუძღვნა.