გლდანში 18 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

კომპანიის ინფორმაციით, დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო, გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება
Sputnik

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. გლდანის რაიონში გაზის მილის დაზიანების გამო 18 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, ნათქვამია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა. მიზეზი შპს „გონია“, რომელმაც სამუშაოების დროს „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დააზიანა.

ამჟამად ადგილზე  დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და ეტაპობრივად, დღის ბოლომდე სრულად აღდგება.