საქართველოში მსურველებს რუსული ენის შესწავლა უფასოდ შეუძლიათ

პრიმაკოვის სახელობის ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრი აცხადებს 17–35 წლის მსმენელთა მიღებას რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. პრიმაკოვის სახელობის ქართულ–რუსული საზოგადოებრივი ცენტრი რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე მიღებას 22 მარტიდან დაიწყებს.

პრიმაკოვის სახელობის ცენტრი გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდთან ერთად რუსული ენის უფასო კურსებზე 17-დან 35 წლამდე ახალგაზრდების მიღებას განაგრძობს.

რუსისტიკის პრობლემები საქართველოში, უმაღლესი სასწავლებლები და შესაძლებლობები

როგორც კურსების ადმინისტრაციაში აცხადებენ, მსურველებს შეუძლიათ ისწავლონ სასაუბრო და საქმიანი რუსული ენა, გაეცნონ რუსულ ლიტერატურას.

გაკვეთილები უცხო ენების შესწავლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარდება, რაც მიმართულია კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე.

რაც შეეხება საქმიან ენას, მსმენელს შეასწავლიან პროფესიულ ლექსიკას, რომელიც გამოიყენება ტურიზმის სფეროში, ასევე ასწავლიან საქმიან მიმოწერას, მოლაპარაკებების წარმოებას და სხვ.

კურსებზე ჩაწერა შესაძლებელი იქნება 2021 წლის 20 აპრილამდე. აუცილებელია რეზიუმეს გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე iirgeo@hotmail.com. სწავლა ონლაინ–პლატფორმაზე წარიმართება.