თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სამშაბათს კიბერთავდასხმა განხორციელდა, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
ამ დროისთვის www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.
„ვებ-გვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები", – აღნიშნულია შეტყობინებაში.
პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციების ნახვა შესაძლებელია სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე.
„ქართული ოცნებისა“ და სამთავრობო სტრუქტურების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა>>
ეს უკვე მეორე კიბერშეტევაა საქართველოს სახელმწიფო უწყების გვერდზე. თებერვლის ბოლოს ჰაკერებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებს შეუტიეს. მაშინ ძალოვანმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შეტევები ერთდროულად რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდებოდა.