ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერმა განაცხადა, რომ მუშაობას სახლიდან გააგრძელებს, ინტერნეტით მთავრობას უხელმძღვანელებს და პარლამენტში პრეზენტაციებს გააკეთებს
Sputnik

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის კორონავირუსზე გაკეთებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

„დღეს ის დღეა, როდესაც მე შევუერთდი ათასობით ესტონელს, ვინც კორონავირუსზე დადებითი ტესტი მიიღო“, - დაწერა კალასმა Facebook-ზე.

როგორია საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ალბათობა

პრემიერმა აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, როდის დაინფიცირდა. „გასულ ხუთშაბათამდე ახლო კონტაქტის გამო 10 დღე თვითიზოლაციაში ვიყავი. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ ჩავაბარე ტესტი, შედეგი ნეგატიური იყო და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მაგრამ ამის მერეც ვცდილობდი ინტერნეტით მემუშავა, რათა კონტაქტები შემემცირებინა“, - აღნიშნა კალასმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ მუშაობას სახლიდან გააგრძელებს, ინტერნეტით მთავრობას უხელმძღვანელებს, პარლამენტში პრეზენტაციებს გააკეთებს და ყველაფერს გააკეთებს, რაც კრიზისულ სიტუაციაში მთავრობის მუშაობისთვის არის საჭირო.

15 მარტის მდგომარეობით ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირების 86.086 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 728 ადამიანი, ლეტალობა 0,85%-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 60.007 ადამიანი, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 69,71%-ს შეადგენს. ესტონეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით 90-ე ადგილს იკავებს.