ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 მარტს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს თბილი ამინდი ელოდებათ – დღისით ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს, 17 მარტს თბილ და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:10 საათზე ამოვა და 19:09 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7, დღისით მაქსიმალური კი პლუს 17 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი მოსალოდნელი არ არის.