AstraZeneca კოვიდის წინააღმდეგ: საქართველოში ექიმების ვაქცინაცია დაიწყო – ვიდეო

საქართველოში სამედიცინო მუშაკების კორონავირუსზე აცრა დაიწყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
Sputnik

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა კორონავირუსზე აცრა პირდაპირ ეთერში. მან აღნიშნა, რომ ვაქცინის გარეშე ინფექციის დამარცხება ვერ მოხერხდება.

პირდაპირ ეთერში აცრა გაიკეთა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამაც. მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. ვაქცინაცია ასევე ჩაიტარა შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

შვედურ-ბრიტანული ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. 43,2 ათასი დოზით პირველ რიგში აიცრება სამედიცინო პერსონალი. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.