თბილისი, 14 მარტი – Sputnik. 15 მარტიდან დედაქალაქში ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდება, რომელზეც - N339 ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება დედაქალაქის მერია.
ავტობუსი მგზავრებს გლდანის რაიონში მოემსახურება შემდეგი წრიული მიმართულებით: მეტროს სადგური „ახმეტელის თეატრი“, ო. ხიზანიშვილის ქუჩა (II-IV-VI-VIII მიკრორაიონების გავლით), ილია ვეკუას ქუჩა (VII-V-III-I მიკრორაიონების გავლით), მეტროს სადგური „ახმეტელის თეატრი“.
N339 მარშრუტზე 8-წუთიანი ინტერვალით 3 ერთეული 12-მეტრიანი BMC მარკის ავტობუსი იმოძრავებს.
სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით, 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ის მარკის ავტობუსი კი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობა განაახლა. თუმცა შაბათ-კვირის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.
თბილისში 8 თებერვლიდან ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე ემსახურება.