საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტია შემოიტანეს - ვიდეო

შვედურ-ბრიტანული კომპანიის ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტია საქართველოში შაბათს დილით ჩამოვიდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ ჩამოიტანეს ვაქცინა
Sputnik

პირველ პარტიაში 43 200 დოზაა. როგორც მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ისინი პროტოკოლის მიხედვით გადანაცილდება.

ვაქცინის მიწოდება რეგიონებისათვის და მუნიციპალიტეტებისათვის შაბათ-კვირას დასრულდება. ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება.

აცრები მედპერსონალისგან დაიწყება. პირველ ეტაპზე აიცრებიან ის ექიმები, ვინც 120 დღის განმავლობაში კორონავირუსით არ დაავადებულა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მაისის ბოლოს საქართველოში კიდევ 129 600 დოზა AstraZeneca და 29 250 დოზა Pfizer შემოვა, რომლებიც ქვეყანას COVAX პლატფორმამ გამოუყო.