გაბრაზებული ავტომობილისტები: საპროტესტო აქციები საწვავზე ფასის ზრდის წინააღმდეგ - ფოტო

Sputnik

ავტომოყვარულები ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ. ისინი ავტოკოლონებით მიდიან მთავარ ქუჩებზე და მართავენ მიტინგებს. თუმცა ეს პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან საწვავზე ფასების ზრდა გრძელდება. მძღოლები მთავრობისგან საწვავის ფასების გაკონტროლებას მოითხოვენ.

1 / 12
საწვავის ფასის ზრდით უკმაყოფილო მძღოლებმა ქუთაისში მთავარი ტრასა გადაკეტეს
2 / 12
აქციაზე ისინი პლაკატებით მივიდნენ
3 / 12
ყოველ ჯერზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება
4 / 12
გარდა ამისა, ისინი ყველას მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ
5 / 12
ამჯერად გზის გადაკეტვა დიდხანს არ გაგრძელებულა
6 / 12
თუმცა მძღოლები პირობას დებენ, რომ აქციები რეგულარულ სახეს მიიღებს, თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ
7 / 12
მთავარი მოთხოვნა ერთია - დაამყაროს მთავრობამ საწვავის ფასებზე კონტროლი
8 / 12
ზოგისათვის ასეთი სიტუაცია სასოწარკვეთილების ტოლფასია
9 / 12
რა ზომებს მიმართავს ხელიფულება პრობლემის გადასაჭრელად, ჯერ-ჯერობით უცნობია
10 / 12
საწვავზე ფასს ბაზარი არეგულირებს, თუმცა მძღოლები მიიჩნევენ, რომ სიტუაციას მთავრობის მხრიდან ჩარევა შეცვლის
11 / 12
საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქებში იმართება, ყველაზე მასშტაბური ქუთაისში ბოლოს გამართული დემონსტრაცია იყო
12 / 12
თუმცა სიტუაცია არ დაძაბულა - მძღოლებმა მხოლოდ დემონსტრაცია გამართეს და მომავალი აქციები დააანონსეს