დათო ტურაშვილი: მანადგურებს ეს თვისება, რომელიც ჩვენში თურმე მონღოლებმა შემოიტანეს

დათო ტურაშვილი საუბრობს თავის დამოკიდებულებაზე ადამიანების მიმართ და ქართველების მანკიერ თვისებებს ახსენებს.
Sputnik
დათო ტურაშვილი: მანადგურებს ეს თვისება, რომელიც ჩვენში თურმე მონღოლებმა შემოიტანეს
„მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს. ვერც ვიხსენებ შემთხვევას, რომ ვინმეზე ისე გავბრაზდი, რომ წყენამ არ გამიარა. სულ ვცდილობ, რომ კარგი დამოკიდებულება მქონდეს მათ მიმართ, მათ როგორი ექნებათ, ნაკლებად მაინტერესებს.“- ამბობს დათი ტურაშვილი.

მწერალი დათო ტურაშვილი: „მსიამოვნებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც იუმორის გრძნობა აქვს და განათლებულია. ვისაც იუმორის გრძნობა არ აქვს და მძიმე ხალხია, მათთან მიჭირს. ამბობენ, ცხოვრებაში როგორ ადამიანებსაც ეძებ, ისეთებს პოულობო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მარტივია და ადამიანები ართულებენ ხოლმე.“