ვაქცინის ჩამოტანა პრესისათვის დახურულ რეჟიმში განხორციელდა, მის გადმოტვირთვაში კი მინიმალური რაოდენობის ადამიანი მონაწილეობდა. პროცესი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გადაიო.
პირველ პარტიაში შვედურ-ბრიტანული ვაქცინა AstraZeneca-ს 43 200 დოზა შედის, რომლებიც შესაბამისი პროტოკოლით გადანაწილდება.
ვაქცინის რეგიონებსა და მუნუციპალიტეტებში გადანაწილება დასვენების დღეებში დასრულდება. ვაქცინაცია სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება 15 მარტს.
გეგმის მიხედვით, აცრები დაიწყება მედპერსონალით. პირველ ეტაპზე პრეპარატს მიიღებენ ის მედმუშაკები, რომლებიც კორონავირუსით არ დაავადებულან უკანასკნელი 120 დღის განმავლობაში.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მაისის ბოლომდე საქართველოში კიდევ შემოვა AstraZeneca-ს 129 600 დოზა და Pfizer-ის 29 250 დოზა, რომლებიც ქვეყანას COVAX პლატფორმამ გამოუყო.