ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უწყების ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთზე გადაადგილებაზე შეზღუდვა ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო დაწესდა.
Sputnik

 

თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები დაწესდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა–გუდაურისა და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა.