თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა>>
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები დღეს, დილით ინტენსიური თოვის და უამინდობის გამო დაწესდა.