როგორც აღვადგინოთ კუჭის ლორწოვანა სწრაფად: ექიმი გირჩევთ

ენდოკრინოლოგი განმარტავს, რა სახით და როგორ შეიძლება დაჩქარდეს დაზიანებული ლორწოვანა გარსების აღდგენა
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. კუჭისა და თორმტგოჯა ნაწლავის ლორწოვანა გარსის აღდგენა შეიძლება დაჩქარდეს, თუ პაციენტი რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებს, აცხადებს ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზუხრა პავლოვა.

რატომ უნდა მიირთვათ ცხელი სუპი ყოველდღე? ენდოკრინოლოგი განმარტავს

სპეციალისტის თქმით, ამისათვის უპირველესად საჭიროა, რომ ადამიანმა რაციონში აუცილებლად შეიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებში შემავალ ნივთიერებებსაც კედლებზე შემოკვრის უნარი აქვს. ასეთია, მაგალითად, ბრინჯის ნახარში და კისელი.

გარდა ამისა, დადებითი ეფექტი აქვს პექტინის შემცველ ხილსაც — მაგალითად, გამომცხვალ ვაშლს.

ამასთან აუცილებელია, რომ მენიუდან ამოიღოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამაზიანებელი პროდუქტები: სანელებლები (განსაკუთრებით წიწაკა და ძმარი), შემწვარი კერძები, უხეში უჯრედისის შემცველი უმი (ცოცხალი) ხილი და ბოსტნეული — მაგალითად, კომბოსტო და ნიახური.

კომბოსტო: ვისთვის არის სასარგებლო და ვის ეკრძალება მისი ჭამა>>

ამასთან, ენდოკრინოლოგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა კარგად დაღეჭოს ლუკმა. ასეთ შემთხვევეში ლორწოვანა გარსების ტრავმირების რისკი მინიმუმამდე დადის.