ყვითელი ამბები

„საუკეთესო ქმარი ხარ!“ - ასე ანებივრებს ულამაზეს ბათუმელ მოდელს ქმარი - ფოტოები

მარიამ შუკაკიძეს და დავით ბოლქვაძეს საქართველოში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ წყვილს. მათ ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ.
Sputnik

ბათუმელ წყვილს მთელი საქართველო იცნობს. მათი სილამაზის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთაც აქტიურად საუბრობენ. წყვილი ბათუმში ცხოვრობს.

მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

„ჩემი მეუღლე 2017 წელს გავიცანი. მისმა ნათესავმა გაგვაცნო. როგორც იტყვიან, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ ექვსი თვით წავიდა გემზე. ჩამოსვლის შემდეგ ერთ კვირაში დავოჯახდით“, – ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილს უკვე ჰყავს წამოზრდილი ქალიშვილი მართა, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შესძინა მათ ოჯახს, შარშან, 20 იანვარს კი წყვილს მეორე ქალიშვილი – მილენა შეეძინა.

ცოტა ხნის წინ მარიამმა გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა მეუღლეს, რომელიც, როგორც ჩანს, პროფესიიდან გამომდინარე, 6 თვე ოჯახიდან შორს იმყოფებოდა და მშვიდობიანად დაუბრუნდა მათ.

მარიამი შვილების ჩაცმულობას საკუთარს უხამებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ დედას და მის ორ გოგონას ხშირად ერთნაირი ტანისამოსი აცვიათ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღაფრთოვანებს.

„ზღაპრის გმირებს ჰგავხართ“, „პრინცესებო“, „ულამაზესები ხართ“, „სასწაულები ხართ“, – უწერენ კომენტარებში მარიამს და მის გოგონებს.

მარიამი ხშირად აქვეყნებს მეუღლის მიერ მოწყობილი სიურპრიზების, თუ საჩუქრების ვიდეოებსა, თუ ფოტოებს. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე ჩანს, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი გულის ფორმის ყუთი აჩუქა, რომელის ყვავილებითაა სავსე. „საუკეთესო ქმარი ხარ“ - ასე დაასათაურა მარიამმა ვიდეო „ინსტაგრამზე“.