ყვითელი ამბები

გიგი გაჩეჩილაძეს დედა გარდაეცვალა

ცნობილ მოცეკვავეს და საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტს გიგი გაჩეჩილაძეს დედა გარდაეცვალა
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს სპორტული სამეჯლისო ცეკვების ლეგენდა და მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძის დედა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და სპორტული ცეკვების ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლეგენდარული მოცეკვავე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გიგი გაჩეჩილაძე პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გახდა პოპულარული, სადაც მაშინ სალომე ჭაჭუაზე იყო დანიშნული თუმცა წყვილი დაშორდა და დღეს გიგი ანანო ჯოხაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი - მაქსიმე ჰყავს, რომელიც 2017 წლის 27 იანვარს დაიბადა.