აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების პირობა დაასახელა

მანამდე რესპუბლიკელმა სენატორებმა აღნიშნეს, რომ რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებები და ქმედებები ერთმანეთს არ შეესაბამება.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. აშშ ახალ სანქციებს დააწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ, თუ აღმოჩნდება, რომ პროექტის მშენებლობით ახალი იურიდიული პირები დაკავდნენ, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა.

აშშ ადასტურებს: შტატები კვლავ გაუწევს წინააღმდეგობას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულებას
„ჩვენ განვაგრძობთ მილსადენთან დაკავშირებული საქმიანობის შეფასებას რეგიონში. თუ ეს საქმიანობა სანქციების დაწესების კრიტერიუმებს შეესაბამება, არ არის არანაირი ეჭვი, რომ ადმინისტრაცია კანონის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, — აღნიშნა პრაისმა.

ამასთან პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილეების წინააღმდეგ შეზღუდვების თაობაზე მოხსენებები 90 დღეში ერთხელ იქნება წარმოდგენილი.

მანამდე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ გაზსადენის რეალიზაციის წინააღმდეგ საჯარო განცხადებები და რეალური ქმედებები ერთმანეთს არ შეესაბამება.