ზაზა შათირიშვილი: რუსი მეგობარი მეუბნება, ელდარ რიაზანოვი ქართველი რეჟისორიაო

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ქართულ ხასიათზე საუბრობს „ვეფხისტყაოსნისა“ და სხვა მაგალითებიდან გამომდინარე.
Sputnik
ზაზა შათირიშვილი: რუსი მეგობარი მეუბნება, ელდარ რიაზანოვი ქართველი რეჟისორიაო
„მე როგორ მესმის – რა არის ქართველი? „ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილი ამბობს ასეთ სიტყვებს: „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და უჩანს მღერად“. ანუ ვინც კვდება მოყვრისთვის, ის არის ქრისტიანი, მაგრამ ვისაც ეს თამაშად და მღერად უჩანს, ის უკვე ქრისტიანი ქართველია. მსოფლიო ქრისტიანობას ბევრი რამ დააკლდებოდა ამ ინტონაციის გარეშე“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი: „ქართველი არის ინტონაცია და არა სუბსტანცია, ქართველი ბედისწერაა. ამერიკელი მეგობარი მყავს და მეუბნება, ფელინი ქართველი რეჟისორიაო. ის ალბათ მის ფილმებში გამოხატულ, სწორედ სიკვდილის წინ „მღერას და თამაშს“ გულისხმობს.