სამეგრელოში 65 წლის ქალი გააუპატიურეს

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება – პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში შუახნის მამაკაცმა თანასოფლელი 66 წლის ქალი გააუპატიურა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს და მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო.

ნიკა ლატარია