ყვითელი ამბები

ეკა ნიჟარაძე საიდუმლოდ გათხოვდა და კახეთში გადაცხოვრდა – წყვილის ფოტოები

ეკა ნიჟარაძეს პირველი ქორწინებიდან ნიკო გომელაურისგან ქალ-ვაჟი, ხოლო თემურ უგულავასგან ვაჟი ჰყავს. აღმოჩნდა, რომ მსახიობი რამდენიმე წელია დაქორწინდა.
Sputnik

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად კახეთში ცხოვრობს, სადაც სოფელ ართანაში ხუთი წლის წინ ძველი სახლი შეიძინა მოზრდილი მიწის ნაკვეთით, მეუღლესთან ერთად მიწის დამუშავებას შეუდგა და დღეს თავს პატარა მემამულესაც კი უწოდებს.

ეკა ნიჟარაძე საიდუმლოდ გათხოვდა და კახეთში გადაცხოვრდა – წყვილის ფოტოები

ჟურნალმა „სარკემ“ ეკასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის გვიან ასაკში მოსულ სიყვარულზე საუბრობს. მსახიობის თქმით, წყვილის ერთად ცხოვრება დამჯდარ ასაკში დაიწყო და ეს ორივესთვის გააზრებული გადაწყვეტილება იყო.

„ორივენი საკმაოდ დიდხანს ვიყავით მარტო და გამოვიდა, რომ ერთმანეთს ვეძებდით, რადგან შეხვედრისას ვიგრძენით, რომ ერთმანეთთან უფრო მეტი რამ გვაკავშირებდა, ვიდრე საერთო აზრები და ინტერესები, რაც ძალიან კარგია. ის უფრო მეტია, სიყვარული ჰქვია და მადლობა ღმერთს, რომ ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრება გვაქვს. სიძნელეები იყო, მაგრამ ერთად გავუმკლავდით. რეზო ნაყოფიერად მუშაობს, ახლაც მზად აქვს რამდენიმე მოთხრობა. კიდევ წერს და მალე ახალ წიგნს შესთავაზებს მკითხველს“, – ამბობს მსახიობი.

ეკა ნიჟარაძეს ნიკო გომელაურთან პირველ ქორწინებაში ორი შვილი - ჯეჯი და ტასო ჰყავს. ტასო დაოჯახებულია და უკვე შვილი ჰყავს. მესამე ვაჟი – ნოდარი ბიზნესმენ თემურ უგულავასგან შეეძინა, თუმცა წყვილი დაქორწინებული არ ყოფილა. მაშინ უგულავას ცოლი ბაია დავითაია იყო. მას შემდეგ ნიჟარაძეს ღიად თავის ურთიერთობებზე აღარ ულაპარაკია.

რეზო თაბუკაშვილი ლეგენდარული ბებია-ბაბუის, უფროსი რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის შვილიშვილი, ლაშა თაბუკაშვილის ვაჟია. თავადაც მწერალი და რამდენიმე წიგნის ავტორია, მაგრამ თავისი თაობის ხელოვანებისგან განსხვავებით, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც ტელევიზიით აქტიურობს.

ყველაზე სკანდალური პერიოდი რამდენიმე წლის წინ ჰქონდა. რეზო თაბუკაშვილი პოლიციამ ნოდარ ლადარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის გამო ლიტერატურულ კაფეში დააკავა. მწერალი რეჟისორ გიო მგელაძესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გვერდით მაგიდასთან მჯდომ დეპუტატსა და პუბლიცისტს მიეჭრა, ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხა, ხოლო ჭიაბერაშვილს სახეზე დაზიანებები იმავე ჭიქით მიაყენა. მეორე დღეს თაბუკაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მის პირად ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი, რადგან არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა.