აზერბაიჯანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს რუსეთსა და შვედეთში შეიძენს

ვაქცინა „სპუტნიკV"-ს გარდა, აზერბაიჯანი შეიძენს ასევე AztraZeneca-ს პარტიას და რუსული და ინგლისურ-შვედური პრეპარატების კომბინირებულ ცდებს ჩაატარებს
Sputnik

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. აზერბაიჯანი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ს დიდ პარტიას შეიძენს, ამის შესახებ განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

„180 დღის განმავლობაში იქნება იმპორტირებული „სპუტნიკV"-ს 300 ათასი დოზა“, - ნათქვამია დადგენილებაში.

დაიწყო „სპუტნიკV"-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის კვლევები

აზერბაიჯანი ექვსი თვის განმავლობაში აპირებს ასევე შეიძინოს AztraZeneca-ს ვაქცინის 400 ათასზე მეტი დოზა. 19 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V"-ს და AstraZeneca-ს კომბინირებული გამოყენების კლინიკური ცდების ჩატარება გადაწყვიტა.

ქვეყანამ ორი პრეპარატის ერთობლივი გამოცდის შესახებ წინადადება „სპუტნიკ V"-ს შემქმნელებისგან მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისურ-შვედურმა ვაქცინამ AstraZeneca შედარებით დაბალი ეფექტურობა აჩვენა - 62%. რუსმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ორი სხვადასხვა პრეპარატის კომბინირებული გამოყენება შეიძლება იქცეს რევაქცინაციის მნიშვნელოვან ეტაპად, რაც იმუნური რეაქციის გაძლიერებას გულისხმობს.

აზერბაიჯანში მასობრივი ვაქცინაცია იანვრის ბოლოს დაიწყო. ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე 450 ათასი ადამიანი აიცრა.

აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 238 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 3262 პაციენტი.