აბაშაში 65 წლის ქალის გაუპატიურებისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს

თანასოფლელი ქალის გაუპატიურებისთვის ბოროტმოქმედს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტში გაუპატიურების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს.

სამეგრელოში 65 წლის ქალი გააუპატიურეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მსოფლიოს ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია: ჯანმოს ახალი ანგარიში >>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „გაუპატიურებას, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევას სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.