თბილისის ცენტრში საცხოვრებელი სახლი იწვის: მოსახლეობა ევაკუირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. თბილისში, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა, მოსახლეობა ევაკუირებულია. 

ხანძარი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.

ჯერჯერობით ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.