თბილისის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

საკადრო გადაადგილებები შეეხო როგორც „თბილისის განვითარების ფონდს“, ისე დედაქალაქის ცალკეულ რაიონებს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია – თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლევან ჯღარკავას წარადგენს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სანდრო ტოგონიძე, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ეკავა, კერძო სექტორში გადადის.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, თუ ვინ დაიკავებს დიდუბის რაიონის გამგებლის პოსტს.