საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. საქართველოში 11-13 მარტს მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 12 მარტს

სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.